მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Статья 46. არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემა
მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ა) შენობებისათვის – არქიტექტურული პროექტი; ბ) ნაგებობებისათვის – კონსტრუქციული სქემა და, საჭიროების შემთხვევაში, ტექნოლოგიური სქემა; გ) საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობისათვის – ტექნოლოგიური სქემა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული სქემა.
