1.საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც საერთო კრების სააღრიცხვო დღისთვის აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ.
2.საერთო კრების სააღრიცხვო დღე არ უნდა იყოს საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 30 დღით ადრე. ამ კანონის 189-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღსა და სააღრიცხვო დღეს/თარიღს შორის უნდა იყოს არანაკლებ 6 დღე.
3.საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სია უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი პირების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, აქციათა და პარტნიორთა კატეგორიებს, ხმათა რაოდენობასა და მისამართებს, რომლებზედაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინება საერთო კრების მონაწილეთა სიაში შეყვანის შესახებ.
