მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრემ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, წერილობით, მკაფიოდ და გასაგებად, ქაღალდზე, ხოლო მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში − სხვა ხანგამძლე მატარებელზე.
2.მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლი ან ამ ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ქაღალდზე, ხოლო მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში − სხვა ხანგამძლე მატარებელზე.
3.თუ მომხმარებელი ითხოვს მომსახურების გაწევას ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადის გასვლამდე, მან ეს მოთხოვნა მოვაჭრეს ხანგამძლე მატარებელზე უნდა მიაწოდოს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.