საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 752. ხელშეკრულების ფორმა
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
