1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.
3.თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
4.თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევაადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
5.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს. მუხლი164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.
2.პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.
3.თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
4.თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის.
5.თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.