საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი: ახორციელებს ღონისძიებებს ეკონომიკური განვითარების შესაბამისად რესპუბლიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის; ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მოსახლეობის მიგრაციის რეგულირების, ოჯახის, დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში; იღებს ზომებს რესპუბლიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, შრომისა და დასკვნების შესაფერისი პირობების შესაქმნელად; ახორციელებს ერთიან პოლიტიკას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის, იღებს ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისათვის; უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის ყოველმა მცხოვრებმა მიიღოს მისთვის სასურველი განათლება, პროფესია და კვალიფიკაცია რესპუბლიკის საჭიროების გათვალისწინებით; ხელს უწყობს რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის; იღებს ზომებს რესპუბლიკის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით, სამრეწველო საქონლითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფისათვის; ახორცილებს ღონისძიებებს საბინაო ფონდის განვითარებისათვის; ხელს უწყობს საბინაო მშენებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Статья 13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი სოციალური განვითარების სფეროში
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 15 мар. 1994 г.
