„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 8. ლიკვიდურობის მოთხოვნები
1. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება უნდა შეიცავდეს დამატებით აქტივებს , რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ ლიკვიდურობის მოთხოვნებს და ფარავს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მთლიანი წმინდა ფულადი ლიკვიდურობის გადინებას მომდევნო 180 დღის განმავლობაში .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი აქტივების ოდენობის გაანგარიშებისას შესაბამისად გაითვალისწინება ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3 და მე -5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი ლიკვიდურობის მოთხოვნები ბაზარზე შექმნილი სტრესული მდგომარეობის დროს მოულოდნელი წმინდა ლიკვიდურობის გადინებისთვის .
