„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა
1. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა სულ მცირე 5 პროცენტით უნდა აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამურ ოდენობას .
2. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნები და ვალდებულებები .
3. ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების გათვალისწინებით , თუ უზრუნველყოფის აქტივი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე -3 ან მე -5 მუხლით ან / და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს ( მათ შორის , თუ უზრუნველყოფის აქტივი უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს ), ეს აქტივი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება . იმ უზრუნველყოფის აქტივებისთვის , რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს , საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხის მხოლოდ ის ნაწილი , რომელიც ამ კანონის მე -3 მუხლისმე -4 და მე -5 პუნქტებით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობის ფარგლებშია .
5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფის აქტივი დეფოლტში აღმოჩნდება , ასეთი მოთხოვნის მოცულობა , რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , შეიძლება შემცირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად . აღნიშნულის მიუხედავად , არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა , რომელიც დეფოლტშია , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება .
