„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 15. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები
1. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია : ა ) შეამოწმოს , რომ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან გამომდინარე , პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით ამ კანონის მე -7 მუხლის შესაბამისად ; ბ ) შეამოწმოს , რომ უზრუნველყოფის აქტივები იდენტიფიცირებადი და ემიტენტის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებული იყოს ; გ ) შეამოწმოს , რომ იპოთეკური სესხის უზრუნველმყოფი უძრავი ქონების ღირებულება შეფასებული იყოს ამ კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ; დ ) მონიტორინგი გაუწიოს უძრავი ქონების ფასებს და ამ კანონის მე -4 მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ემიტენტს მოსთხოვოს იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ; ე ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ ; ვ ) შეასრულოს ემიტენტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ან / და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულება ( ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს არ ეკისრება ვალდებულება , დაადგინოს უძრავი ქონების ღირებულების შეფასების სისწორე .
3. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებამდე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს , რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივები . ამავე კანონის მე -6 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი დადასტურება ყოველი ახალი ემისიისთვის ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს .
4. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უფლებამოსილია შეამოწმოს და გამოითხოვოს ემიტენტის ის ჩანაწერები და ინფორმაცია , რომლებიც იპოთეკურ ობლიგაციებსა და რეგისტრირებულ უზრუნველყოფის აქტივებთან არის დაკავშირებული .
