1.ამ კანონის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ( შემდგომ − იპოთეკური ობლიგაციები ) ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა .
2.ეს კანონი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან , ემიტენტების ზედამხედველობასა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს .
3.ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები შეიძლება განთავსდეს როგორც კერძო , ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე .
4.აკრძალულია საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „ იპოთეკური ობლიგაცია “, „ იპოთეკით დაცული ობლიგაცია “ ან მათი უცხოურენოვანი შესატყვისის ( მათ შორის , „Covered Bond“- ის ) გამოყენება , თუ ეს სასესხო ფასიანი ქაღალდი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის გამოშვებული .





