1.თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საჯარო შესყიდვა შესაძლებელია დადგენილი წესით გასაჩივრდეს საბჭოში ან სასამართლოში. საჩივარს საბჭო განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
2.საჯარო შესყიდვის საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურის ავტომატურად შეჩერებას. საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საბჭო საჩივარში არსებული დასაბუთების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გააგრძელოს შესყიდვის პროცედურა, თუმცა მას საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესყიდვის ხელშეკრულების დადება ეკრძალება.
4.საიდუმლო საჯარო შესყიდვა საბჭოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. თავი XII დავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა

