1.მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორი თავისუფლად, ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე შეარჩიოს.
1.მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორი თავისუფლად, ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე შეარჩიოს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სთხოვს: ა) განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს, აპირებს თუ არა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემას, ხოლო თუ აპირებს − მიუთითოს აგრეთვე ქვეკონტრაქტორი და ქვეკონტრაქტის საგანი; ბ) შეატყობინოს მას შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პერიოდში განხორციელებული, ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეკონტრაქტით გადასაცემი შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობებს. მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამის 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცენტული დიაპაზონი ადეკვატური უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
4.კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილი, რომელსაც იგი შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს გადასცემს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.