1.საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვისთვის ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული).
1.საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვისთვის ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული).
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო შესყიდვების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები და მათთვის დართული დოკუმენტები, საჩივრებთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
3.საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც შეტყობინების/ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
4.საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება/ინფორმაცია გაგზავნოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება)). ასეთი შეტყობინება/ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად მიიჩნევა.
5.ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.
6.ელექტრონული მოდული ელექტრონული სისტემის ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომლის მისაღებად ელექტრონულ სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანაა საჭირო, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.