მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.მიკრობანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, კერძოდ: ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო დოკუმენტები, რომლებიც გარიგებას ეხება (მათ შორის, კრედიტთან, გარანტიასა და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებები); ბ) მიკრობანკის პარტნიორების (მათ შორის, მსესხებლებისა და გარანტორების) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც მიკრობანკი გარიგების დამტკიცებისას ეყრდნობა; გ) გარიგების დამტკიცების შესახებ მიკრობანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
2.მიკრობანკი ვალდებულია თავისი კლიენტების, აგრეთვე მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.