დაინტერესებულ მუშაკს და ადმინისტრაციას უფლება აქვთ კომისიის ნებისმიერ წევრს მისცენ მოტივირებული აცილება. აცლების საკითხი წყდება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. შრომითი დავის კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 9. შრომითი დავის კომისიას უფლება აქვს სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, მოიწვიოს სპეციალისტები, პროფკავშირის და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის მოთხოვნით საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია წარუდგინოს მას საჭირო გაანგარიშებანი და საბუთები. მუხლი 10. შრომითი დავის კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილებაში აღინიშნება: საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დასახელება, განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი, დავის არსი, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა, ადმინისტრაციის და პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენელთა გვარები, კენჭისყრის შედეგები და კომისიის მოტივირებული გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილების პირი სამი დღის ვადაში ბარდება მუშაკს და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას. მუხლი 11. დაინტერესებულ მუშაკს ან ადმინისტრაციას შეუძლია გაასაჩივროს შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან უშუალოდ სასამართლოში მათთვის კომისიის გადაწყვეტილების პირის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში. ამ ვადის გაშვება არ არის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს, აგრეთვე სასამართლოს, თუ საპატიოდ ჩათვლიან, შეუძლიათ აღადგინონ ეს ვადა და დავა განიხილონ არსებითად. თუ მოდავეთაგან ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას და მიმართავს პროფკავშირის კომიტეტს, ხოლო მეორე მხარე - სასამართლოს, დავას გადაწყვეტს სასამართლო.
Статья 8. შრომითი დავის კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 31 авг. 1992 г.






