1.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქსტატის მიერ საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.
3.დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4.(ამოღებულია - 01.04.2026, №1479).
5.აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ახორციელებდეს სხვა სახის პოლიტიკურ საქმიანობას.
6.(ამოღებულია - 04.03.2026, №1371).
7.აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
8.აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს მის მოვალეობას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება საქსტატის დებულებით.
9.აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
11.აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა; ვ) აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ზ) გარდაცვალება.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
13.აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მისი, როგორც საქსტატის საბჭოს წევრისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, უფლებამოსილებების შეწყვეტასაც.
14.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის საბჭოს თავმჯდომარისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №544 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1371 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1479 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით. 2. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე. 3. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ 1 კანდიდატს. 5. აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ახორციელებდეს სხვა სახის პოლიტიკურ საქმიანობას. 6. (ამოღებულიააღმასრულებელი -დირექტორის 04.03.2026,თანამდებობაზე №1371).ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს ორჯერ. 7. აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 8. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს მის მოვალეობას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება საქსტატის დებულებით. 9. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 11. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა; ვ) აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ზ) გარდაცვალება. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 13. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მისი, როგორც საქსტატის საბჭოს წევრისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, უფლებამოსილებების შეწყვეტასაც. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის საბჭოს თავმჯდომარისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №544 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1371 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.