ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 9. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები
1. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია: ა) საქსტატის ხელმძღვანელობა; ა 1 ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა; ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ი) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა; კ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა; ლ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) წლის განმავლობაში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ; ბ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
5. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3755 - სსმ I, № 144 , 05 .
11 . 2010 წ., მუხ. 394 საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5500 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
