1.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისთვის, მომხმარებელთან, რესპონდენტსა და ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელთან აქტიური თანამშრომლობით. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ამ პროცესში მონაწილეობენ და საქსტატს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ.
3.საქსტატი შესაბამისი გამჭვირვალე და დოკუმენტირებული პროცესების საფუძველზე ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების, მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტში ჩართვას შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ავლენს ამ კანონის პირველი და მე-5 მუხლების დებულებებისა და ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესრულებისთვის მზადყოფნას და მათი შესრულების შესაძლებლობას; ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა (აქტივობა) და მისი შედეგები არ ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოს საქმიანობის (აქტივობის) და მისი შედეგების დუბლირებას.
4.საქსტატი პასუხისმგებელია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებისთვის. ეს ანგარიში განსახილველად და დასამტკიცებლად საბჭოს გადაეცემა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.