ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 7. საქსტატის უფლებამოსილება
1. საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა ) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ბ ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება; გ ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს : გ.ა ) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას; გ.ბ ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით; გ.გ ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას; გ.დ ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას; გ.ე ) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; გ.ვ ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას; დ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება; ე) საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ვ ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა; ზ)კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა; ზ 1 ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; ზ 2 ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; თ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
