საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 279. გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება იმისა, ვინც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდა, თუ კაპიტანს შეეძლო მისი დახმარება გემისთვის, ეკიპაჟისთვის ან მგზავრისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
