1.წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი); ბ) − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) (ამოღებულია - 13.05.2025, №564); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო); ე) მუნიციპალიტეტი.
წყლის რესურსების მართვის შესახებ
