Статья 174. მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება
1. სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული, მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის: ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები; ბ) მგზავრობის ხარჯები; გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნისა და ცხოვრების) ხარჯები; დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების მოხალისეთა ორგანიზაციის წევრისთვის/მოხალისისთვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას, თუ შესაბამისი ღონისძიება მან დაგეგმა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
