1.პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე ამ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის/შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
