Статья 31. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება; გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება; დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში; ე) მივლინებით ყოფნა; ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა; ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა; თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა; კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა; ნ) სადღეღამისო განწესი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
