1.სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა; დ) მხარეთა შეთანხმება; ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა; ი) პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას; კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; მ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; პ) გარდაცვალება; ჟ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; რ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა.
2.სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად.
3.





