Статья 29. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება გულისხმობს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი თანახმაა მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაზე (წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა); ბ) მოსამსახურის შვებულება; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; დ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან/და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით; ვ) მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევა; ზ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა; თ) ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
