Статья 40. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების დროებით დაკისრება
1. სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შესაბამისი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება შეუძლებელია, ამ თანამდებობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით შეიძლება დაინიშნოს აქტიურ რეზერვში მყოფი პირი მისი თანხმობის შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები შეიძლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისროს სამოქალაქო პირს: ა) სამხედრო სასწავლებელში; ბ) სამედიცინო, საფინანსო, იურიდიულ თანამდებობაზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
