Статья 41. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა
1. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება: ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე, 23 წლამდე სტუდენტი, აგრეთვე ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა და მისი გავლის საკითხები, მათ შორის, აღნიშნულ პროგრამაზე მისაღები პირის ასაკი, აგრეთვე მისი პროგრამაზე მიღების წესი და პირობები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
