Статья 7. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები
1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და მისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს, ამოცანებსა და საშუალებებს; ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას.
3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ავალდებულებს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა არის აღნიშნული უწყებების განვითარების გეგმების ერთობლიობა, რომლებშიც გაწერილია დრო და რომლებიც უზრუნველყოფს თავდაცვის მიზნების მიღწევას.
4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით.
5. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
