საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
Всегда актуальная правовая база
გაერთიანება უფლებამოსილია: ა) საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) მოამზადოს საინფორმაციო მასალები და განახორციელოს ღონისძიებები საქონლისთვის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი საქონლის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; დ) განახორციელოს ღონისძიებები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია; ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემქმნელი ქმედებები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი V ოფიციალური სიმბოლო და წარწერა, პასუხისმგებლობა მუხლი 27. ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წესი 1. წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების უფლება აქვს სერტიფიკატის მფლობელ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
2.წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის სავაჭრო სახელწოდებაში ან მასთან ერთად, აგრეთვე შეფუთვაზე ან რეკლამაში ან შეთავაზებაში, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ საქონელს, თუ: ა) საქონელში არ არის სხვა ინგრედიენტი, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი; ბ) გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ საქონელს ძირითადი მახასიათებლები შესძინოს; გ) საქონლის ინგრედიენტის პროცენტული მაჩვენებელი მიეთითება რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად, საქონლის სავაჭრო სახელწოდების სიახლოვეს, ხედვის ძირითად არეალში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ ინგრედიენტის გასწვრივ.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის (გარდა ღვინისა) ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს საქონლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. საქონლის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული ღვინის ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს ღვინის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. ღვინის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო.
5.ოფიციალური სიმბოლოს შავ-თეთრი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე სხვა ფერები წარმოდგენილი არ არის.
6.ოფიციალური სიმბოლო მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.