Статья 26. ტყეთმოწყობა
1. ტყეთმოწყობას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე 10 წელიწადში ერთხელ.
2. ტყეთმოწყობის ღონისძიებებია: ა) ტყის საზღვრების დადგენა; ბ) ტყის შიდასამეურნეო ორგანიზება და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადება; გ) ტყის მდგომარეობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენა; დ) მცენარეთა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური და შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე სახეობების გამოვლენა; ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია/საჭიროა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა სახეების, მოცულობის ან/და განხორციელების მეთოდების განსაზღვრა; ვ) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყის უბნებისთვის კატეგორიისა და დაცვის რეჟიმის მიკუთვნების, აგრეთვე ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების მიზანშეწონილობის განსაზღვრა; ზ) ტყეში მოსაპოვებელი შესაძლო რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება; თ) ტყის პათოლოგიური გამოკვლევა.
3. ტყეთმოწყობის მასალები აისახება ტყის მართვის გეგმაში, რომელიც არის ფუნქციური დაგეგმვის საფუძველზე ტყითსარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტი.
