Статья 30. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სპეციალური დაცვა
სპეციალურ დაცვას ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, განსაკუთრებით კი სარწყავი და ამოშრობილი მიწები. კოლმეურნეობები საბჭოთა მეურნეობები, სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობენ, მოვალენი არიან დაიცვან, აღადგინონ და აამაღლონ ნიადაგის ნაყოფიერება. ძლიერი ეროზიით დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენამდე შეიძლება დროებით იქნეს ამორიცხული ინტენსიური სარგებლობიდან მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
