Статья 47. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გამოყოფასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგების ანაზღაურება
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, რომლებიც მშენებლობისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო, საჭიროებისათვის მიზომილი აქვთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ანაზღაურებენ ამ ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებულ სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგებს (გარდი მიწათმოსარგებლეთა იმ ზარალისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 46 ე მუხლით). სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად სასოფლო-სამეურნეო წარმოების ასანაზღაურებელი დანაკარგის განსაზღვრის წესსა და ოდენობას, აგრეთვე შესაბამისი სახსრების გამოყენების წესს, ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თავი IX მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
