Статья 54. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთების ან გაყოფის დროს
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საცდელი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დადგენილი წესით შეერთების დროს მათი მიწის ნაკვეთები სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გაერთიანდება ერთიან მიწის მასივად, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით მიემაგრება ახლად შექმნილ მეურნეობას. ჩამოთვლილი მეურნეობების დადგენილი წესით გაყოფის შემთხვევაში მათ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დანაწილდება ახლად შექმნილ მეურნეობებს შორის, და მიემაგრება მათ მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
