Статья 82. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობა სოფლად საცხოვრებელ ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
სოფლად მდებარე საცხოვრებელ ნაგებობებზე საკუთრების უფლების გადასვლა არ იწვევს სარგებლობის უფლების გადასვლას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წინანდელი ოდენობით. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა იმ პირისათვის, რომელზედაც გადავიდა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ნაგებობაზე, ხდება საერთო საფუძველზე ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევებში მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის მიღების უფლება, აგრეთვე ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სოფელ ადგილას სეზონურად ან დროებით საცხოვრებლად შეიძენენ საცხოვრებელ სახლს ან რომლებსაც ამ ადგილის პირადი საკუთრების უფლებით გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომლის გამოყენება სურთ აღნიშნული მიზნებისათვის, სარგებლობისათვის ეძლევათ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის შესანახად და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის სსრ კავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220
