Статья 70. საკოლმეურნეო კომლის უფლება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 21 дек. 1987 г.
თითოეულ საკოლმეურნეო კომლს უფლება აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მას მისცემენ კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებული წესისა და ნორმების შესაბამისად. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ეძლევა საცხოვრებელი სახლის სამეურნეო ნაგებობების ასაშენებლად და დამხმარე სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის, ნაკვეთის ზომაში ითვლება ნაგებობებით დაკავებული ფართობიც. საკარმიდამო ნაკვეთი არ შეიძლება სარგებლობისთვის გადაეცეს სხვა პირს და დამუშავებულ იქნეს დაქირავებული შრომის გამოყენებით.
