1.ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
1.ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.თუ ინიციატორი და თავდაპირველი კრედიტორი არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით უნდა ფლობდეს ინიციატორი.
3.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება, განეიტრალება, ჰეჯირება, აგრეთვე ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს შორის განაწილება, გარდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4.ამ მუხლის მიზნებისთვის სუბიექტი ინიციატორად არ ჩაითვლება, თუ მისი დაფუძნებისა და საქმიანობის ერთადერთი მიზანი მოთხოვნების სეკიურიტიზაციაა.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. თავი VI. ინვესტორის, კრედიტორისა და სხვა პირთა უფლება-მოვალეობები
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.