1.კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები: ა) განთავსებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები; ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად; გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერზე, აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან; ვ) (ამოღებულია - 23.12.2018, №1895) .
2.კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ნორმატივები: ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირავნობის ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება; ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ; გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა; დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც ეხება: დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს; დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას; დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.


