Статья 104. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც არ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სამსახურის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება საჩივრების კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და მათი ნომრების რეგისტრაცია.
6. პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის სოციალური მუშაკი.
7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
