1.თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
2.აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
4.პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ეცვას სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
