Статья 140. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 28 мая 2026 г.
1. ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი.
2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
