Статья 48. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანა და გადაყვანა
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანისა და გადაყვანის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება, ამ ბრალდებულის სხვა პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება აუცილებელია ბრალდებულის უსაფრთხოებისთვის.
3. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გადაყვანისას მისი მიმღები პატიმრობის დაწესებულება ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.
4. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა.
