1.მოსამსახურე (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურისა) სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე − მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.
