1.მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2.სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად.
3.მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.
4.მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
5.მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.
6.მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. მოსამსახურეს წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე.
7.მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.
1. მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. 3. მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 4. მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. 5. მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება. 6. მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. მოსამსახურეს წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე. 7. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება. 8. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს. 9. მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას ამ შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები სრულად აუნაზღაურდება. 10. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 11. მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობა. 12. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 13. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება. 14. ამ მუხლის მე-10 ან მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შვებულებით შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით.
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
The rules around additional leave for employees have been modified allowing up to 10 working days with pay.
მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.
9.მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას ამ შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები სრულად აუნაზღაურდება.
10.მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
11.მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობა.
12.მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
13.მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.
14.ამ მუხლის მე-10 ან მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შვებულებით შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Опишите ваш вопросПолучите ответ от лицензированного юриста