1.ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანები.
