Статья 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით, აგრეთვე დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით, აგრეთვე დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
