Статья 46. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პირობები
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 28 мая 2026 г.
1. პატიმრობის დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებული პირი საკანში თავსდება.
3. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები პენიტენციურ დაწესებულებაში ცალ-ცალკე თავსდებიან. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სხვა ბრალდებულებზე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
