1.მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ; ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას; დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო; ე) ამნისტიით ან შეწყალებით; ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადებისას.
2.იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.



