1.ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს.
