1.გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ
1.გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში შეიტანება. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით ეს საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია საგამოძიებო ორგანოების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
3.გენეტიკური პროფილი სხვა ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
4.დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით დასაშვებია სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
5.ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესი მტკიცდება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.